ხანძრების სტატისტიკა მსოფლიოში და საქართველოში » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » ხანძრების სტატისტიკა მსოფლიოში და საქართველოში

ხანძრების სტატისტიკა მსოფლიოში და საქართველოში


სტატისტიკა - წარმოადგენს მეცნიერებას მონაცემების შეგროვების, დამუშავების, ანალიზისა და მათზე დაყრდნობით დასკვნების გაკეთების შესახებ. ტერმინი ,,სტატისტიკა“ გამოიყენება მრავალი აზრით, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში იგი გვჭირდება მომხდარ ფაქტებზე (ხანძრებზე) ანალიზის გასაკეთებლად და შემდგომში ამ ინციდენტების გამოსარიცხად.
დარგობრივად მიდგომის შემთხვევაში სტატისტიკა ცალკე დისციპლინადაც კი ყალიბდება. ხანძარსაწინააღმდეგო საქმეში მიღებულია „ხანძრების სტატისტიკა“, რომელიც სწავლობს, (აანალიზებს და დასკვნებს აკეთებს), როგორც მსოფლიოში, ასევე ცალკეულ რეგიონში მომხდარ ხანძრებს.
ზემოთქმულიდან ნათლად ჩანს, თუ რა მნიშვნელობა აქვს სტატისტიკის წარმოებას და როგორ ეხმარება იგი ადამიანებს ამ სტიქიასტან ბრძოლაში.
ხანძრების ისტორია იწყება იმ დროიდან, როცა ადამიანმა ცეცხლი აღმოაჩინა და ,,ჩააყენა თავის სამსახურში“. მაგრამ, ვიდრე იგი მის მართვას ისწავლიდა ბევრი ზარალიც მიიღო მისგან.
დღესაც კი, ტექნიკური პროგრესის პირობებში, ადამიანს უჭირს მასთან შებრძოლება. ამიტომაც გამუდმებით ხდება ხანძარის წარმოშობის აღვეთისა და მასთან ბრძოლის მეთოდების დახვეწა.
ჩვენს დღეებში ბუნებამ გლობალური დათბობის სახით დიდი განსაცდელის წინაშე დააყენა კაცობრიობა. თუ სტატიტიკას დავეყრდნობით, თითქოს შეიმჩნევა ანთროპოგენური
ხასიათის ხანძრების კლების ტედენცია, მაგრამ მეორეს მხრივ მატულობს ბუნებრივი ხასიათის ხანძრები (გამოწვეული მიწისძვრების გამო, ტყის ხანძრები და ა. შ.).
რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ბოლო დროს გახშირებული ბუნებრივი ხასიათის ხანძრების გამომწვევი მიზეზები მაინც ადამიანის საქმიანობას და არასწორ მიდგომებს
უკავშირდება. გამოდის, რომ გლობალური დათბობის პრობლემაც ადამიანს უკავშირდება.
ამიტომაც დღეს მთელს მსოფლიოში ძალიან აქტუალურია ამ სტიქიასთან ბრძოლა. შექმნილია მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციები და პროგრამები, რომელთა მისიაა
ნაკლებად განვითარებულ ან განვითარებად ქვეყნებში (დედამიწის მოწყვლად (ნაკლებად დაცულ) რეგიონებში) აწარმოონ მოსახლეობის მასიურად გაცნობიერება სტიქიასთან
საბრძოლველად. მაგალითისთვის ერთერთი ასეთი პროგრამაა „კატასტროფის რისკის შემცირების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიის დაუცველ თემებსა და ინსტიტუციებს შორის“,
რომელიც ფინანსდება ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიის მიერ.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის მხოლოდ განვითარებადი ქვეყნების პრობლემა, რისი ნათელი დასტურიცაა 2011 წლის მარტში იაპონიაში მომხდარი მიწისძვრა და მისგან გამოწვეული ხანძარი, რომელიც თავისი ხასიათიდან გამომდინარე საშიშროებას უქმნის დანარჩენ მსოფლიოს. იაპონია კი, ერთერთი მაღალგანვითარებული ქვეყანაა მსოფლიოში.
არანაკლებ საშიშროებას ქნმის ეთნიკურ თუ პოლიტიკურ ნიადაგზე გაჩაღებული ომები (რაც აშკარად განვითარებადი ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი) და ტერორისტული აქტები, რომლის დროსაც ადამიანი გამიზნულად აჩაღებს ხანძარს და უამრავი ადამიანის სიცოცხლეს
აგდებს საფრთხეში და ანადგურებს მატერიალურ ფასეულობებს.
სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ აქ თითქოს ახალი არაფერია. ეს ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ განსხვავება პირობებსა და მასშტაბებშია. დღევანდელი ტექნიკური განვითარების
პირობებში ასეთი ქმედებები კაცობიობას დაღუპვითაც კი ემუქრება.
ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ბოლო დროინდელი სტატისტიკის წარმოებას და შედეგების სწორად გაანალიზებას.
გავნიხილოთ რამდენიმე სტატისტიკური მონაცემი და დიაგრამა, რაც ნათელ წარმოდგენას შეგვიქმნის ხანძრების წილზე მსოფლიოში თუ ჩვენს ქვეყანაში მომხდარ კატასტროფებზე.
2011წლის დასაწყისისათვის მსოფლიო მოსახლეობა შეადგენს 6,9 მილიარდ ადამიანს.
ყოველწლიურად მსოფლიოში ხდება 7-8 მოლიონი ხანძარი, რომლის დროსაც იღუპება 85000- 90000 ადამიანი. ბოლო ათწლეულში ხანძრების მსოფლიო რეგისტრაცია უკეთესობისაკენ შეიცვალა. რასაც ხელს უწყობს 1981 წ. შექმნილი ხანძრის სტატისტიკის მსოფლიო ცენტრი.
ორგანიზაცია სწავლობს ხანძრების ,,ღირებულების” პირდაპირი და ირიბი ზარალის საკითხებს, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების და შენობების ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის
დაზღვევა-შენახვის ხარჯებს. აღნიშნული სიდიდეები გამოისახება ეროვნული პროდუქტში.
თითოეული განვითარებული ქვეყანისათვის ხანძრის ,,ღირებულება” (ხანძრებისგან გამოწვეული ზარალი) შეადგენს 1%. გარდა ამის სადაზღვევო კომპანიები სწავლობენ
ადამიანების დაღუპვას ხანძრების დროს.
2010 წელს, საქართველოში 430 ჰექტრამდე ტყის მასივი განადგურდა.ცეცხლის გამომწვევ მ იზეზებად ძირითადად ტურისტული სეზონის აქტივობა და მაღალი ტემპერატურა სახელდება.
საგანგებო სიტუაციათა საქალაქო სამსახურის მონაცემებით, 2009 წლის იანვარში თბილისში სულ 190 ხანძრის შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 3 ადამიანი; თებერვალში 156
შემთხვევა, დაიღუპა - 2; მარტში - 196, დაიღუპა - 0; აპრილში - 187, დაიღუპა - 2; მაისში - 173, დაიღუპა - 3; ივნისში 118, დაიღუპა - 0; ივლისში - 144, დაიღუპა - 0; აგვისტოში - 141, დაიღუპა - 2; სექტემბერში - 122, დაიღუპა - 0; ოქტომბერში - 103, დაიღუპა - 0; ნოემბერში - 118, დაიღუპა - 0; ხოლო დეკემბერში - 152, დაიღუპა - 1. რაც შეეხება 2010 წლის სტატისტიკას, იანვარში დაფიქსირდა ხანძრის 120 შემთხვევა, დაიღუპა 2 ადამიანი. თებერვალში 149 შემთხვევიდან
დაიღუპა 1 ადამიანი, მარტში 151 ხანძარი მოხდა, თუმცა არავინ დაღუპულა. ამ წლის აპრილის 15-მდე კი დაფიქსირდა ხანძრის 56 შემთხვევა და დაიღუპა 2 ადამიანი. 2009 წელს სულ ხანძრის 1803 შემთხვევა იყო, დაიღუპა 12 ადამიანი, ხოლო 2010 წელს ხანძრის 476 შემთხვევიდან 5 ადამიანი გარდაიცვალა.
1140
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.