ხანძრის წარმოშობის მიზეზები და გავრცელება » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » ხანძრის წარმოშობის მიზეზები და გავრცელება

ხანძრის წარმოშობის მიზეზები და გავრცელება


ხანძრის გამომწვევ მიზეზად შეიძლება ბევრი ფაქტორი დასახელდეს. აქ შეიძლება ერთგვარი კლასიფიცირებაც კი გაკეთდეს. მაგალითად, ხანძრის გამომწვევი მიზეზები:
საცხოვრებელ სახლებში, საზოგადოებრივ შენობებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ტყეებში, საწარმოო ობიექტებზე და სხვა.
მთლიანობაში შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ის ძირითადი მიზეზები ან მოქმედებები,
რომელთაც მივყავართ ხანძრებამდე. წარმოშობის მიხედვით ხანძარი (ისევე, როგორც ყველა საგანგებო სიტუაცია) არის ორი ტიპის:
1. ბუნებრივი - რაც გამოწვეულია ბუნებრივი მოვლენებისა და კატასტროფების გამო (გვალვები, მიწისძვრები, ჭექა-ქუხილი, მეხი და ა.შ);
2. ადამიანური ანუ ანთროპოგენური - რაც გამოწვეულია (ადამიანის უყურადღებობით, დაუდევრობით, წინასწარი განზრახვით, უცადინარობით და ა.შ.)
იმისათვის, რომ წარმოვიდგინოთ რომელ მიზეზს რა წილი უჭირავს, შეიძლება შევადგინოთ ძირითადი მიზეზების ბლოკსქემა და მოვიშველიოთ ისევ სტატისკიკური მონაცემები

ხანძრების გავრცელება შენობებში, სათავსოებსა და ნეგებობებში ხდება მათში გამოყენებული კონსტრუქციული მახასიათებლების და თავად შენობების ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე (აქ იგულისხმება სამშენებლო მასალების წვადობის კლასები და ჯგუფები, ასევე შენობების ხანძარმედეგობის კლასები, რაც უნდა
შეესაბამებოდეს საპროექტო მაჩვენებლებს)

სათავსოებში ვრცელდება:
- წვად მასალებზე და ნივთიერებებზე, რომელიც შენობაშია მოტავსებული;
- სამშენებლო კონსტრუქციებზე და ტექნოლოგიურ მოწყობილობებზე ხაზობრივად;
- ხაზობრივი მდგომარეობიდან მოცულობითში გადასვლისას, როდესაც ხანძრის
დატვირთვა აღწევს კრიტიკულ სიდიდეს;
- აფეთქების შედედგად;
- წვის კერასა და სხვა სივრცეს შორის სხივური ან ცონვექციური თბომონაცვლეობისას;
შენობაში ვრცელდება:
- სათავსოებს შორის ტექნიკური ღიობების, კარის და ფანჯრის ღიობების, სასხვენო ლუქების გავლით ალისა და წვის პროდუქტების გადასვლისას;
- კომუნიკაციებისა და ლიფტის შახტების გავლით;
- შენობის მზიდი და შემომფარგვლელი კონსტრუქციების ცეცხლმედეგობის ზღვრული მდგომარეობის მიღწევისას;
- კონსტრუქციებში არსებული სიცარიელეების გავლით;
- შეულესავი ნაკერებისა და ბზარების გავლით;
- შენობის ფასადებზე არსებული ღიობების გავლით შენობებს შორის ვრცელდება:
- აფეთქების გამო;
- ხანძარმოდებული შენობიდან მომდინარე თბური გამოსხივების შედეგად;
- ალმოდებული კონსტრუქციებისა და ნაპერწკლების დიდ მანძილზე გადასროლის შედეგად;

ფართობი და მოცულობა, რომელზეც შეიძლება ხანძარი გავრცელდეს, განისაძღვრება:
სათავსოში ხანძრის სახეობის; წვადი ნივთიერებების, მასალების და კონსტრუქციების ხაზობრვი წვის სიჩქარის; ხაზობრივი წვის მოცულობითში გადასვლის პარამეტრების მიხედვით, ასევე ქრობის საშუალებების მახასიათელებით.
ხანძრის გავრცელების შეწყვეტა შესაძლებელია:
- სახანძრო ნაკვეთურების შემცირებით;
- ღიობების და ლუქების დაცვით, ბზარებისა და ჭუჭრუტანების ამოვსებით;
- ავტომატური აღმომჩენების (კვამლის და ცეცხლის ალის დეტექტორები) და ქრობის პირველადი საშუალებების (ცეცხლმაქრები წყალი, ქვიშა და ა.შ) გამოყენებით;
- ხანძრის კერებზე სამუშაოდ პროფესიონალი მეხანძრეების დრულად მოყვანის უზრუნველყოფით.
1278
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.