გაუმართაობები ელექტრო სისტემაში » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » გაუმართაობები ელექტრო სისტემაში

გაუმართაობები ელექტრო სისტემაში

ხშირად ხანძრის მიზეზი არის გაუმართაობები ელექტრო სისტემაში მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ადგილი აქვს განზრახ წაკიდებას, ამ შემთხვევებში ხანძრის ადგილზე უამრავი რამ უნდა იქნას მოძებნილი და შემოწმებული.
თუ გაჩნდება ეჭვი ელექტრო გაუმართაობებზე, როგორც ხანძრის შესაძლო მიზეზე, უნდა დადგინდეს, რომ:
ა) ელექტროენერგიის მიწოდებას ადგილი ჰქონდა ხანძრის დროს. ან უახლოესი წინა პერიოდში.
ბ) გაუმართავი ელ.აპარატურის არსებობიის შესაძლებობა.
გ) კერის არეში იყო ელ.ხელსაწყო, რომელიც შეიძლება გადატვირთულიყო;
დ) მოხდა მოკლე ჩართვა;
ე) შეესაბამება თუ არა ელ.ქსელის სქემაში ელ ხელსაწყოების და ელ.ქსელის დეტალების მახასიათებლები (სიმძლავრე, ზაბვა, დენის ძალა, ელ.სადენის კვეთი, მასალა, იზოლაცია და სხვა), ნორმატიულ მოთხოვნებს;
ვ) ელ.რკალის წარმოქმნამ დაბალი ძაბვის სისტემაში შეიძლება გამოიწვიოს წვადი მასალების აალება;
ზ)ფიქსირდება თუ არა ელ.გამტარების არსებობა.
უნდა შემოწმდეს კერის არეში ელ.გამტარების არსებობა (ელ.ქსელის და ელ.დანადგარების) - როგორიცაა სპილენძის ან ალუმინის ელ.სადენები საიზოლაციო მილი, ჩართვის პანელები. დამცველი ყუთები და სხვა აქსესუარები შესაძლოა მავრთულები თავისი დანიშნულებით ელექტრონული არ იყოს.
უნდა მოიძებნოს დაზიანებები ელექტრო ქსელში, მნიშვნელოვანი საკითხი ელექტროობით გამოწვეული ხანძრებში არის ამოწვები ელ.პანელებში. ან მოწყობილობაში, ან თავად საიზოლაციო მილში შემოწმდეს მოწყობილობა. რომ განისაზღვროს იყო თუ არა დაზიანება ელ. ხელსაწყოს შიგნით ან გარეთ იმ შემთხვევაში სადაც მოწყობილობა იყო ხანძრის მიზეზი, აპარატურის შიდა წვა დატოვებს განადგურების კვალს, განსაკუთრებით თუ კორპუსი გადაკეთებულია ლითონის ან სხვა ცეცხლგამძლე მასალისაგან.
ელექტროობით გამოწვეული ხანძრების ერთ-ერთი მიზეზია გადატვირთვა ელ.ქსელებში. გადატვირთვისას ადგილი აქვს შეუსაბამობას ელექტრო დანადგარებსა და მკვებავი ქსელის ტექნიკურ პარამეტრებს შორის,, აგრეთვე მონტაჟის წესების დარღვევას.
ელ.ქსელში მაღალი ძაბვა შეიძლება იყოს ელ.სადენების გადახურებისა და დაზიანების მიზეზი, ეს ქმნის ხანძრის საშიშროებას. ქსელის დაცვის საშუალებები ხშირად უძლებენ გადატვირთვას, მიუხედავად იმისა იწვის თუ არა იზოლაცია. გადახურებული სადენები არის ხანძრის მიზეზთა შორის ერთ-ერთი, რის გამოც შესაძლებელია წარმოიქმნას ხანძრის რამოდენიმე კერა.
სადენების უხარისხოდ გადაბმამ, განსაკუთრებით სხვადასხვაგვაროვანი სადენების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს გარდამავალი წინაღობის წარმოშაობა და გადახურება.
796
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.