საერთო გარემოებები » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

საერთო გარემოებები

ხანძრის მიზეზის განსაზღვრისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სწორად იქნეს დაფიქსირებული ხანძრის კერა, რისთვისაც ანალიზი უნდა გაუკეთდეს ხანძრის გავრცელების სურათს, თვითმხილველების ახსნა-განმარტებებს. ხანძრის ადგილმდებარეობასა და სპეციფიკას მთლიანობაში.
წვის დროის გამოსარკვევად ძალიან მნიშვნელოვანია ნივთმტკიცების მოძიება, რომელზეც ხელსაწყოს საშუალებით შეიძლება დაფიქსირდეს საჭირო პარამეტრები. უნდა განისაზღვროს, ხომ არ იყო გამოყენებული ელექტრო ხელსაწყოები აალების საშუალებად ან უყურადღებობის გამო ხომ არ გახდნენ ისინი ხანძრის მიზეზად, მაგალითად ჩართული უთოს დატოვება წვად მასალაზე.
ყურადღებით უნდა იქნეს ამოღებული ნივთმკიცებები. დეტალურად იქნეს გადაღებული ხანძრის ადგილი, კონცენტრაცია გადატანილი უნდა იქნას ხანძრის კერაზე და წაკიდების საშუალებებზე. გადაღებული უნდა იქნას ყველა საგანი საწყის მდგომარეობაში, დოკუმენტალურად აღიბეჭდოს ხანძრის ადგილმდებარეობა, კერის კუთხე და დაფიქსირდეს გადაღების დრო.
უნდა შედგეს ხანძრის ადგილის სქემა, შესაძლებლობის და მიხედვით ზუსტი. ადგილმდებარეობის სქემა უნდა შეიცავდეს საგნების განთავსებას. წვის ინტენსივობის მაჩვენებლებს, ხანძრის კერის აღნიშვნას, წვის განვითარების მიმართულებებს, ელექტრო სქემებს, ამოღებული ნივთმტკიცებების განთავსების ადგილებს, ჩაქრობის სქემას, ქარის მიმართულებას და ა.ს.
საჭირო დრომდე ხანძრის ადგილზე შენარჩუნებული უნდა იყოს არსებული სურათი და ხელშეუხებელი ნივთმტკიცებები. კვალი და ფეხის ანაბეჭდები შეიძლება დაცული იყოს მათზე ყუთების მოთავსებით.
ხანძრის ადგილზე ბლოკირებული უნდა იქნას მანქანების მოძრაობა. ადგილი შემოკავებული იქნას.
ნივთმტკიცების გადაადგილების შემთხვევაში დაცული უნდა იყოს მისი უსაფრთხოება. ნივთმტკიცების გადასატანად რეკომენდირებულია ლითონის ან მინის ჰერმენტულად დახურული ქილები (კონტეინერები). არ არის რეკომენდებული პლასტმასის კონტეინერების გამოყენება. თუ სითხის ნიმუშებია საჭირო, მაშინ ღრუბელი უნდა დასველებული იქნას მცირე რაოდენობის სითხეში და ჰერმენტულად დალუქული სპეციალურ ქილებში.
ნაწილობრივ დამწვარი ფურცელი ან ფერფლი დაცული უნდა იქნას შემდგომი დაზიანებისაგან, შენახული ჩანთებში, შემდეგ ლითონის ქილებში. ქილაზე მიკრული უნდა იქნას ინფორმაცია (ნივთმტკიცების აღწერა, ამოღების ადგილის დასახელება, დრო და ამომღებთა ხელმოწერა). ეს არის მნიშვნელოვანი გარემოება, ნივთმტკიცების შედარებით გვიან გამოყენების შემთხვევაში.
დაფიქსირებული უნდა იყოს ყველა ის პირი ვისაც შეხება ექნება ამოღებული ნივთმტკიცებებთან. როდესაც ნივთმტკიცებები გამოსაცდელად წარედგინება ლაბორატორიებში, გარკვევით უნდა ჩამოყალიბდეს კითხვა რას უნდა უპასუხოს სპეციალისტმა.
უნდა ჩატარდეს მსგავსი ნიმუშის კონტროლი, რომელიც ამოღებულია ხანძრის ადგილიდან და არ არის დაზიანებული ცეცხლით.
ყურადღება უნდა მიექცეს შენობაში ადვილად წვადი მყარი მასალების, როგორიცაა ხე, ქაღალდი ან ქსოვილის ნაჭრების განთავსების ადგილს.
უნდა შემოწმდეს ნახშირის ფენა სათითაოდ, რომ განისაზღვროს თანმიმდევრობა, თუ რომელი საგნიდან დაიწყო წვა. კერის მიდამოებში უნდა დაფიქსირდეს მასალა ადვილადაალებადი ნივთიერების კვალით (ნაქსოვი, ქაღალდი, ხის ნაჭერი, მინა ან სხვა), და მისი ადგილმდებარეობა. აგრეთვე შემოწმდეს დამწვარი ხის მასალის მდგომარეობა წვის ხანგრძლივობის დასადგენად.
მოპოვებული უნდა იქნას შესაძლო სპეციფიკური ნივთმტკიცებები.
814
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.