სახანძრო ავტომობილები საბჭოთა კავშირში (1920-1930 წლები) » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » სახანძრო ავტომობილები საბჭოთა კავშირში (1920-1930 წლები)

სახანძრო ავტომობილები საბჭოთა კავშირში (1920-1930 წლები)

საბჭოთა ხელისუფლების პირველივე წლებში მთავრობამ მიზანშეწონილად მიიჩნია 50 ათასი მანეთი ოქროთი მიემართა საზღვარგარეთ ყველაზე თანამედროვე სახანძრო აღჭურვილობის და უპირველეს ყოვლისა, ავტოტუმბოების შესაძენად. ისინი შევიდა მოსკოვის, ლენინგრადის და კიევის სახანძრო ბრიგადებში. ავტომობილები მრავალმხრივ გახდნენ მაგალითი საბჭოთა კონტრუქტორებისთვის, რომელთაც საკუთარი გამოცდილება ჯერჯერობით მცირე ჰქონდათ. დიდი ხნის მანძილზე უცხოური სახანძრო მანქანები საბჭოთა ქვედანაყოფების აღჭურვილობაში იმყოფებოდა, ვეტერანი მეხანძრეები მათ პატივისცემით იხსენებენ. ამიტომ გადავწყვიტეთ მოგითხროთ საბჭოთა კავშრის სახანძრო ავტომობილებზე, რომლებიც საზღვარგარეთ შეიქმნა გასული საუკუნის 20-30-იან წლებში.

ამ პერიოდში ხდებოდა უნივერსალური დანიშნულების სახანძრო ავტომობილის უფრო მეტად ოპტიმალური ვარიანტის ფორმირება, იბადებოდა და სრულქმნილი ხდებოდა მათი სპეციალიზირებული ვარიანტები. არცთუ დიდი საბრძოლო განაკვეთის სწრაფი მიტანისთვის, ფუნქციონირებდა ჩვეულებრივი მსუბუქი მანქანები, რომლებიც სახანძროდ იყო გადაკეთებული. მათ ჰქონდათ გამარტივებული ღია ძარა კარების გარეშე საჯდომების 2-3 რიგით 5-7 ადამიანზე. საჯდომების ქვეშ მდებარე ყუთში განლაგებული იყო აუცილებელი ინსტრუმენტები, ქონდათ კატუშკა სახელოებით და პატარა კიბე. ზოგიერთ შემთხვევაში მსგავსი მანქანები მუშაობდნენ მისაბმელებით, რომელზეც დებდნენ მოტოტუმბოს ან ცენტრალურ ტუმბოს საკუთარი ძალოვანი აგრეგატით. ესენი იყო თავისებური სახანძრო მანქანები პირველადი დახმარების. ისინი გამოიყენებოდა მცირე ხანძრების ჩასაქრობად, საგზაო ავარიების შედეგების ლიკვიდირებისთვის და ხანძარქრობის შტაბის სწრაფი მიყვანისთვის. მათ უშვებდა ბევრი საავტომობილო ფირმა ადგილობრივი სახანძრო ბრიგადების შეკვეთით. მაგალითად შეიძლება გამოდგეს სწრაფმავალი გერმანული მანქანები „აუდი“ და „შტევერი“ 1928-1931 წლების სახის. 8 ცილინდრიანი მამოძრავებლით სიმძლავრით 51.5 ... 73.6 კვტ (70...100 ცხ.ძ), ავითარებდნენ სიჩქარეს 100 კმ/სთ-მდე.

სწრაფი მიყვანისთვის გამოიყენებოდა როგორც ტუმბო, ისე საბორტო სატვირთოები გასაშლელი სკამებით, ასევე სპეციალიზირებული მანქანები. ესენი იყო თავისებური სახანძრო ავტობუსები. მეხანძრეების სწრაფი გადმოსვლის უზრუნველსაყოფად ჩვეულებრივ ავტობუსებს უშვებდნენ გვერდითი კარებების გარეშე საჯდომების რამდენიმე რიგით. ასეთი მანქანა ტ-43 1931 წელს ააგო ჩეხოსლოვაკურმა ფირმა „ტატრამ“. სახანძრო ავტობუსს 4 ცილინდრიანი მამოძრავებლით საჰაერო გაგრილებით სიმძლავრით 17.5 კვტ (24 ცხ.ძალა) შეეძლო გადაეყვანა 16 ადამიანი. სიჩქარით 60 კმ/სთ. 1926 წელს გერმანულმა ფირმა „დიკსიმ“ სტანდარტული სატვირთოს ბაზაზე შექმნა ღია სახანძრო 15-ადგილიანი ავტობუსი. მანქანას ერთდროულად გადაქონდა წვრილმანი ინსტრუმენტები, რომელიც ინახებოდა საჯდომების ქვეშ, კიბე და მისაბმელით მიყავდა მოტოტუმბო. სახანძრო ავტობუსებს 20-30 ადამიანზე უშვებდა 30-იან წლებში გერმანული ფირმა „მაგირუსიც“. ისინი მუშავდებოდა საქალაქო მრავალადგილიანი ავტობუსების ბაზაზე, აღიჭურვებოდა გამარტივებული ძარები წყვილი გვერდითი კარით თითოეულ დასაჯდომის რიგზე.

სოფლის სახანძრო დაცვისთვის გამოდიოდა გამარტივებული მანქანები მოსახსნელი ტუმბოთი ან პატარა ტუმბოთი წყლის მიწოდებით 1500 ლიტრი/წუთში. ასეთი ტექნიკა იქმნებოდა მსუბუქი ავტომობილების ან მსუბუქი სატვირთოების შასეზე. მაგალითად, აშშ-ში მათ აგებდნენ ცნობილი მსუბუქი ავტომობილის „ფორდ-ტ“ ბაზაზე. 1926 წელს ფირმა „მერიკენ ლა-ფრანს“ ააგო სპეციალური სახანძრო ავტომობილი სოფლისთვის ხმაურიანი სახელწოდებით „სოფლის დედოფალი“. სინამდვილეში ეს იყო მსუბუქი ოთხთვალა, ავტომობილის მსგავსი მოკლე თვითმავალი, აღჭურვილი რაც მართალია, ცეცხლის ქრობისთვის საჭირო ყველა ატრიბუტით: ტუმბოთი, ცისტერნით, კიბეებით და ა.შ.

სახანძრო ავტომობილები საბჭოთა კავშირში (1920-1930 წლები)20-იან წლებში გრძელდებოდა ლინეიკური ტიპის მანქანების განვითარება. ამ სახეობის ტიპიურ წარმომადგენლად შეიძლება ჩაითვალოს გერმანული ლინეიკა „ოპელი“ 1924 წლის გამოშვების. ლინეიკები იყოფოდა მსუბუქად, საშუალოდ და დიდად. 20-იანი წლების ბოლოდან მათ ცვლის უფრო მოსახერხებელი მანქანები განივი დასაჯდომებით, აღჭურვილი დახურული კუზაოს მსგავსით - გვერდითი პანელებით ნაპრალებით საბრძოლო განაკვეთის შესასვლელად და გამოსასვლელად. მანქანების რიგზე დგებოდა გამარტივებული კუზაოები გახსნილი უკანა ნაწილით შიგნით შესასვლელად. ისინი უფრო მეტად პოპულარული საფრანგეთში გახდა.

ასეთი ავტომობილები გარდამავალ მოდელს წარმოადგენდნენ სრულად დახურულ კუზაოებიან სახანძრო მანქანებზე. მათზე დგებოდა ტუმბოები მიწოდებით 500 ... 3000 ლიტრი/წუთში, რომელსაც ჩვეულებრივ ათავსებდნენ შასის უკანა ნაწილში. მიუხედავად გამოყენების მოსახერხებლობისა, აქ გამოიყენებოდა რთული სისტემა კარდანების მიყვანის, ამიტომ, რიგმა ფირმებმა გადაწყვიტეს სიგრძე შეემოკლებინათ და ტუმბო განელაგებინათ შუა ნაწილში შასის უშუალოდ მძღოლის კაბინასთან.

სახანძრო ავტომობილები საბჭოთა კავშირში (1920-1930 წლები)აუცილებელია აღინიშნოს, რომ ტუმბოს მეტნაკლებად ოპტიმალური განთავსების საკითხი შასეზე დღემდე არ არის გადაჭრილი. მაგალითად, სამამულო წარმოება უშვებს სახანძრო მანქანებს როგორც უკანა, ასევე შუა განლაგების ტუმბოთი. მაგრამ თითქმის 70 წელი ცნობილია მესამე სქემაც - ტუმბოს ათავსებენ სპეციალურ პადრამნიკზე ავტომობილის რადიატორის წინ.

სახანძრო ავტომობილების უმრავლესობაზე იმ წლებში ყენდებოდა საკმაოდ სრულყოფილი ცენტრალური დგუშები, მაგრამ იყო გამონაკლისებიც. სახანძრო ტექნიკის საავტომობილო სვლით გადაყვანამ მიგვიყვანა იქამდე, რომ საჭავლე დგუშები უსაქმოდ დარჩა. რათა მათი სიცოცხლე გაეგრძელებინათ, დგუშებს ამაგრებდნენ სატვირთოების შასეზე და წარმატებით იყენებდნენ ხანძრის ქრობისას. მეორე არქაიზმად იმ დროში მიიჩნეოდა მასიური და რთული პორშინის დგუშები. მიუხედავად ამისა, ამერიკული ფირმა „არენს-ფოქს“ აგრძელედებდა არამხოლოდ გამოყენებას ასეთი აგრეაგტების გამოყენებას 50-იან წლებამდე, არამედ ბედავდა მათ დაყენებას ავტომობილის რადიატორის წინ. „არსენ-ფოქსის“ 20-30-იანი წლების სახის ავტომობილებს ქონდათ ასეთი სპეციფიკური გარეგნული სახე, რომ მათ ვერ აურევდი მსოფლიოს ვერც ერთ სახანძრო მანქანაში: წინიდან ტუმბოს ზემოთ განთავსებული იყო ნიკელირებული ბურთულა, მის შემდეგ იდგა მძლავრი 6 ცილინდრიანი მოტორი, მძღოლი განლაგებული იყო სადღაც ავტომობილის ცენტრში , ხოლო საბრძოლო შემადგენლობა განლაგებული იყო უკან ორ განივ სკამზე. სხვათა შორის, ასეთი ტუმბოები ცვლიდნენ ერთდროულად 2-3 საშუალო სახანძრო ავტომობილს, აწოდებდნენ რა 4500 ლიტრი/წუთში წყალს.

სახანძრო მანქანების სრულყოფის პერიოდში არა მხოლოდ ტუმბოს აყენებდნენ მთელი შასის სიგრძეზე. ყველაზე მოსახერხებელი ადგილის ძებნაში გადაადგილებდნენ ხელის კატუშკებსაც, კიბეებსაც.

სახანძრო ავტომობილები საბჭოთა კავშირში (1920-1930 წლები) 1934 წელს გერმანულმა ფირმა „მაგირუსმა“ გამოუშვა სახანძრო ცისტერნა შასზე მ-30 ც ცენტრალური მდებარეობით ორი კატუშკის. ეს მანქანა საინტერესოა კიდევ იმითაც, რომ ჰქონდა ერთდროულად ორი სახანძრო ტუმბო - წინიდან და უკნიდან, ასევე იბამდა ბუქსირზე მსუბუქ მისაბმელს წყლისთვის დამატებითი მოცულობით.

ახლა რამდენიმე სიტყვა კიბის ჩამოკიდებაზე. უკვე ყველაზე პირველ სახანძრო ავტომობილებში მან იპოვა თავისი, ყველაზე მოსახერხებელი ადგილი - ზემოთ სახურავზე. დახურულ კუზაოებზე კიბეებს სახურავებზე ათავსებდნენ. მაგრამ ამერიკაში, სადაც სახანძრო ტექნიკა ევროპული გზისგან განსხვავებით ვითარებოდა, კიბეებს დიდი ხნის მანძილზე ავტომობილების გვერდზე შასის გასწვრივ ამაგრებდნენ. სხვათა შორის, ეს უფრო მოსახერხებელი აღმოჩნდა, ვიდრე გრძელი და მძიმე კიბეების ორი მეტრის სიმაღლიდან ჩამოღება.

სახანძრო ავტომობილები საბჭოთა კავშირში (1920-1930 წლები)30-იანი წლების ბოლომდე ევროპის ქვეყნებში პრაქტიკულად შეწყდა ღია ტიპის სახანძრო მანქანების წარმოება. იმ დროისთვის უნივერსალური დანიშნულების მანქანებს შორის, რომლებიც აღჭურვილი იყო ტუმბოთი და წყლის მარაგით, შეინიშნებოდა დაყოფა კლასის და ტუმბოს მიწოდების და ცისტერნის განლაგების მიხედვით. ამასთან ყველა ერთი ფირმის ავტომობილი ცდილობდნენ გაკეთებინათ ერთმანეთს შორის მაქსიმალურად უნიფიცირებულად, ასევე უნიფიცირებული ქვეყნის ფარგლებში იყო სახელოები, ტუმბოები, კიბეები და სხვა სახანძრო აღჭურვილობა.

სახანძრო ავტომობილები საბჭოთა კავშირში (1920-1930 წლები)იმავე დროის შეინიშნებოდა ტენდენცია პირველადი დახმარების მსუბუქი სახანძრო ავტომობილების გამოშვებისა უნივერსალური დანიშნულების. ისინი აღიჭურვებოდა ასევე დახურული კუზაოებით და მონტაჟდებოდა მსუბუქი სწრაფმავალი სატვირთოების ბაზაზე. მათი განსაკუთრებულობა იყო მოსახსნელი მოტოტუმბოს ქონა 500...800 ლიტრი/წუთში მიწოდებით.

სახანძრო ავტომობილები საბჭოთა კავშირში (1920-1930 წლები)მსხვილი ხანძრების ჩასაქრობად გამოცდებოდა მძლავრი ტუმბო სადგურები. მათი ზოგიერთი რაოდენობა ჩვენი ქალაქების ბრიგადების შეიარაღებაში იმყოფებოდა. ერთერთი ტუმბოსადგური „სომუა“ (საფრანგეთი) ფლობდა 6 ცილინდრიან პორშინურ ტუმბოს უკანა განლაგებით, რომელსაც ქონდა მუშაობის ოთხი რეჟიმი და იმართებოდა ავტომობიური მამომძრავებლისგან სიმძლავრით 84.6 კვტ (115 ცხენის ძალა) საკუთარი გადაცემის კოლოფიდან. მას შეეძლო წყლის მიწოდება ერთდროულად 24 ჭავლზე. საბრძოლო შემადგენლობა განლაგებული იყო ჰერმეტულ კაბინაში, რომელიც მომწამვლელი გაზების მოქმედების დროს თავშესაფარს წარმოადგენდა.

ამგვარად, 30-იანი წლების ბოლოსთვის, ჩამოყალიბდა ყველა ძირითადი ტიპი სახანძრო ავტომობილისა, რომლებიც დღევანდელ დროში მეხანძრეების შეიარაღებაში შედის.

წყარო:fireman.club
1700
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.