რედაქტორის გვერდი » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

რედაქტორის გვერდი

რედაქტორის გვერდი ჩვენი ჟურნალის მე-3 ნომრით გესალმებით ჩემო მკითხველო!!! ვაკაბადონებთ ნომერს და ვხვდები როგორ ვყალიბდებით. ყოველი ნომერი წინა ნომერზე უკეთესი ხდება „ხანჯალი ბრძოლაში იფერება“, დიახაც რომ აგრეა და ალბათ თქვენთან ერთად მალე ვიხილავთ „სასურველ“ ჟურნალს. გვეყო გამბედაობაც და მონდომებაც ადრევე არ დაგვეყარა ფარხმალი იმის ფიქრით, რომ არა პროფესიონალებს არაფერი გამოგვივიდოდა. არა და დიდი მიზანი გვაქვს: ერთით საზოგადოებას, ჩვენს ერთგულ მკითხველს მივცეთ ის აუცილებელი ცოდნა და მზადყოფნა ამ ბობოქარ სტიქიასთან ბრძოლის, თავის დაცვის და ბევრ შემთხვევაში თავიდან აცილებისიც კი.
ჩვენ, ამბიციაც გვაქვს, მოვიზიდოდ არა მარტო ის მკითხველი, რომელსაც თავის ნაცნობ-მეგობრების შესახებ სურს გაიგოს ჯერ უცნობი ისტორიები ან სტიქიასთან ბრძოლის ანა-ბანას გაეცნოს, არამედ იმ ნაწილის მიზიდვაც კი, კითხვაზე დიდად რომ არ იწუხებს თავს. ამიტომაც ადგილი ჟურნალში, შემეცნებით თემასაც დავუთმეთ, გამოვყავით იუმორის გვერდიც და ამ თემებს უფრო მრავალ ფეროვანს გავხდით.
ფართოდ არის განხილული სახანძრო საქმის განვითარების ისტორიაც, რომლის შედგენისათვის სამუზეუმო ექსპონატები, როგორც ფოტო ისე წერილობითი მასალებით ვიხელმძღვანელეთ.
და მაინც... მთავარი ჩვენთვის ადამიანია ანუ მეხანძრე რომელიც სხვა რაკურსით გვინდა დაგანახოთ, ვისწავლოთ მათი შრომის შეფასება და დაფასება. მათი შრომის შეფასებისას ნუ ვიმსჯელებთ ზერელედ, რადგან ეს ადამიანები იმ საქმეში რომელსაც ემსახურებიან გულსა და სულს დებენ და თუ დასჭირდათ სიცოცხლის რისკზეც წავლენ. მაგრამ განა ყოველთვის ხდება საქმე, ისე წავიდეს როგორც გვსურს? ეს გარეშეზე მეტად აწუხებს მეხანძრეს, მშვიდ ძილს ართმევს, სინანული გულსა და სულს უფორიაქებს.
ამისათვის ერთი რამაა საჭირო, გავიღოთ სულ ცოტა სიყვარული მაინც, ამ თავდადებული ხალხის მიმართ და დავინახოთ ისინი ისეთები როგორიც სინამდვილეში არიან. ამისათვის გაიცანით ისინი ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდან.
ამ მცირე პრეამბულაში შევეცადე წარმომედგინა ჟურნალის არსი, რათა გცოდნოდათ რას გაეცნობით მისი გადაშლისას და კითხვისას.
მე კი დაგემშვიდობებით მომავალ ნომრამდე.


2254
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.