მეხანძრეთა დინასტიის ძლიერი ფესვი » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » მეხანძრეთა დინასტიის ძლიერი ფესვი

მეხანძრეთა დინასტიის ძლიერი ფესვი

მეხანძრეთა დინასტიის ძლიერი ფესვი


დალი თოლორდავა


მეხანძრეთა დინასტიის ძლიერი ფესვი ჩემო ერთგულო მკითხველო მინდა გაგახაროთ და გაგაცნოთ ამ მამაცური საქმის ღირსეული მემკვიდრე და ღირსეული გამგრძელებელი ახალგაზრდა კაცი რომელმაც უკვე მოასწრო ლამაზი, ძლიერი და გმირული გზის გავლა ღირსეულად. რადგან საფუძველი ჩაეყარა ძალიან ახალგაზრდას ცხოვრებაში. ასეთ აღზრდას კი ოჯახი უყრის საფუძველს. და თავად ოჯახია ადამიანად აღზრდის საწყისი. ამ ოჯახში კი ორი თაობა ემსახურებოდა ამ რთულ და ვაჟკაცურ პროფესიას. ჩვენი სტუმარი ელგუჯა აკობიაა. იგი დღეს კორდინაციის განყოფილების უფროსი ინსპექტორი, სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკია.
აი, რას ამბობს ბატონი ელგუჯა თავის არჩევანზე: „სახანძრო არის ის ადგილი სადაც არ დავბადებულვარ, მაგრამ გავიზარდე. ორი წლისა ვიყავი როდესაც მამას სახანძროში დავყავდი და ალბათ ბავშვობიდან ჩამომიყალიბდა სახანძრო სამსხურის მიმართ სიყვარული, განსაზღვრა ჩემი არჩევანიც და მიდრეკილებაც, ვზიარებოდი ცხოვრებაში იმ საქმეს რომელსაც ბაბუაცა და მამაც რომ ემსახურებოდა. ალბათ ძალიან უყვარდათ რადგან ჩემი გულისაკენაც გაუკვლიეს გზა. ახლა კი, კონკრეტულად გავეცნოთ ვინ არის ამ მეხანძრეთა დინასტიის წარმომადეგენელი და რა გზა გაიარა მიზნის მიღწევამდე.

მეხანძრეთა დინასტიის ძლიერი ფესვი


ელგუჯა აკობია დაიბადა 1962 წ. 12 ნოემბერს ქ.ზუგდიდში სულ-ხორცეულად მეხანძრეთა ოჯახში.
ელგუჯას მამა ივანე აკობია 40 წელი იყო ზუგდიდის სახანძრო დაცვის უფროსის მოადგილე. 1950-1990 წწ. ძმა კახაბერ აკობია სახანძრო დაცვის სისტემიდან პენსიაში გავიდა. მამასა და შვილებს პროფესიული მეხანძრის განათლება მიღებული აქვს ხარკოვის სახანძრო ტექნიკური სასწავლებელში.
ელგუჯა 1969 წელს სკოლაში შეჰყავთ და 1979 წელს წარჩინებით ამთავრებს ზუგდიდის მე-2 საშუალო სკოლას. და სკოლის დამთავრებისთანავე მუშაობას იწყებს ზუგდიდის 75-ე პროფესიულ სახანძრო ნაწილში, იმავე წელს სწავლას აგრძელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო დაცვის უმცროს და საშუალო მეთაურთა მოსამზადებელ სკოლაში. ამთავრებს 1980 წელს და იმავე წელს ინიშნება მშობლიური სამსახურის ოცეულის მეთაურად, როგორც სასწავლებლის წარჩინებით დამთავრებული.
მეხანძრეთა დინასტიის ძლიერი ფესვი

1981 წელს გადაწყვიტა არჩეული სამსახურის პროფესიული ფლობისათვის სწავლა ხარკოვის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში განეგრძო, რომელიც 1984 წელს დაამთავრა ლეიტენანტის წოდებით და ინიშნება ზუგდიდის სახანძრო ზედამხედველობის განყოფილების ოპერატიულ მორიგედ. როგორც ხედავ ჩემო მკითველო ელგუჯა სულ უფრო ღრმად ცდილობს არჩეული საქმის ძირფესვიანად შესწავლას. აი რას ნიშნავს ემსახურებოდე საქმეს რომელიც შენთვის სისხლში ჩაუდვია ქვეყნის გამრიგეს და გენეტიკურადაც შენია.
პროფესიულ შეკითხვაზე ახსოვს თუ არა პირველი ხანძარი უშუალოდ პასუხობს და გრძნობ ის დღე იმ წუთას კინო კადრივით იშლება. - ეს იყო თბილისში სწავლისას . ხანძარი გაჩნდა სართიჭალაში. ცეცხლი ეკიდა ნავთობის ჭაბურღილს, ხანძარი იმდენად მაშტაბური იყო რომ ქრობაში 400 მეხანძრე მონაწილეობდა. ქრობაში ქართველ მეხანძრეებთან ერთად სომხეთისა და აზერბაიჯანის მეხანძრეებიც მონაწილეობდნენ. ეს იყო მძიმე ორკვირიანი პერიოდი და როცა საბოლოდ ჩათავდა ხანძარი, ტრადიცისამებრ მეხანძრეებმა ნავთობის ჭავლის ქვეშ ვიბანავეთ ასე ვთქვათ „მოვინათლეთ“. მაშინ კურსანტებიდან 5 კაცი გამოგვარჩიეს რომლებმაც ამ სერიოზულ, დიდ ხანძარში მივიღეთ წრთობა. მას შემდეგ 5000 - ამდე ხანძრის ქრობაში მაქვს მონაწილეობა მიღებული.

მეხანძრეთა დინასტიის ძლიერი ფესვი


ჩემი მეუღლე ლილი რიჟამაძეა, რომელმაც ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი წითელ დიპლომზე დაამთავრა და 35 წელია ზუგდიდის მე-11 -ე საჯარო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის სერტიფიცირებული მასწავლებელია. მყავს ერთად ერთი ქალიშვილი ნელი აკობია რომელიც 1986 წელს დაიბადა. ბეჯითი გოგონა იყო და ამიტომაც 2003 დაამთავრა აშშ-ში კალიფორნიის შტატში, კერძოდ ქ. ესპარტიში უმაღლესი კოლეჯი და მისი დამთავრების შემდეგ, იმავე 2003 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში , რომელიც 2007 წელს წარჩინებით დაამთავრა. შრომით საქმიანობას სწავლის პერიოდშივე ეზიარა, მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციის ევროჩოლდში, დოიჩეველეს (გერმანიის) ტელერადიო კომპანიაში. 2008 წელს მოიპოვა გრანტი და სწავლა გააგრძელა ნიუ ორკში კოლუმბიის უნივერსიტეტში მაგისტრატურაში, სოციალური პოლიტიკის სპეციალობით. ამჟამად თბილისშია. მყავს ძალიან კარგი სიძე გიორგი ანანიაშვილი, რომელიც პროფესიით ქიმიკოსია და მუშაობს ლიცენზირების საერთაშორისო ორგანიზაციაში. ვარ ბედნიერი ბაბუა ორი ვაჟკაცის დავითისა და ანდრიასი. მე არ მყავდა ვაჟი. ორი ვაჟკაციდან ერთ-ერთს მაინც დავაავადებ მეხანძრის ბაცილით რომ ჩვენი დინასტია არ დაირღვეს. უფლისათვის მიმინდვია რომელიც ვხედავ რომ მწყალობს, რომელმაც ორი ოპერაცია გადამატანინა და მძიმე დაავადება დამამარცხებინა.

მეხანძრეთა დინასტიის ძლიერი ფესვი


მადლობელი ვარ მისი წყალობის რომ დღემდე ჩემი ცხოვრების გზა ადამიანური ბედნიერებისაკენ სავალი გზა არის.
მეც შევუერთდები ჩვენს რესპოდენტს, იგი მართლაც ღვთით კურთხეულ ადამიანი რომელიც მიზანსწრაფულად იღწვოდა ადამიანთა სიკეთისათვის და დაიმსახურა ადამიანური ბედნიერებაც.

მეხანძრეთა დინასტიის ძლიერი ფესვი


ჟურნალი "ბორბონჩია" №4 2018 წელი
983
    

კომენტარები -
2

BrandonWP 16 ნოემბერი 2019 22:48
მომხმარებელი არ არის საიტზე არ არის საიტზე MowaneMes 1 დეკემბერი 2019 22:41
--------------------
Аренда криптоматов

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.