როსტომ ჭანტურია „ბიჭებს ვერც ერთს გავაცალკავებ ისინი ჩემს თვალში ყველა გმირია“ » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » როსტომ ჭანტურია „ბიჭებს ვერც ერთს გავაცალკავებ ისინი ჩემს თვალში ყველა გმირია“

როსტომ ჭანტურია „ბიჭებს ვერც ერთს გავაცალკავებ ისინი ჩემს თვალში ყველა გმირია“

საიტების დამზადება


როსტომ ჭანტურია „ბიჭებს ვერც ერთს გავაცალკავებ ისინი  ჩემს თვალში ყველა გმირია“ თითქოს შევეჩვიეთ ვისაუბროთ ფოთელ მეხანძრეებთან „შეხვედრა“-ზე, არადა ისინი საკმაოდ ბევრია და ბევრია „ოქროს ბიჭები“-ს ცვენაც, მაგრამ ჩვენ ადრე ავღნიშნეთ, ჟურნალში გაშუქდებოდა სტატიები, რომლებშიც ასახული იქნებოდა საქართველოს მეხანძრეთა მიერ განვლილი გზა, ერთგული და თავდადებული ადამიანების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ეპიზოდები. ამ ნომერში ადგილი აქვს დათმობილი მეზობელი მუნიციპალიტეტის სენაკის სახანძრო სამაშველო განყოფილების უფროს როსტომ ჭანტურიას.
რატომ ავირჩიეთ სენაკის სახანძრო - სამაშველო განყოფილების უფროსი. ყოველი დიდი ხანძრის ქრობისას ვინ იყო პირველი „ძმა ძმისათვის“ თუ არა სენაკის მეხანძრეები და საქმის ბოლომდე მიყვანამდე ჩვენს გვერდით, სრულ ლიკვიდაციამდე ებრძოდნენ ხანძარს.
როსტომ ჭანტურია 1963 წლის 25 მარტს დაიბადა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშში. 1969 წელს შევიდა ხორშის საშუალო სკოლაში და 1979 წელს დაამთავრა. 1981 წლიდან 2 წლიანი სამხედრო სავალდებულო სამსახური გაიარა უკრაინაში.
როსტომს ჰყავს უფროსი დაც, რომელიც იგივე სოფელშია დაოჯახებული. როსტომს, რაც უნდა გაგიკვიდეთ, მშობლიური კერა არ გაუციებია და დღემდე რუდუნებით უვლის მშობლიურ მიწას, რითაც ვრწმუნდებით თუ რა ღრმადაა ფესვები მშობლიურ მიწაზე.
როსტომ ჭანტურია „ბიჭებს ვერც ერთს გავაცალკავებ ისინი  ჩემს თვალში ყველა გმირია“

1987 წლიდან სენაკის სახანძრო სამსახურშია. ყველაგზა გაიარა გასამხედროებული სახანძრო სამსახურიდან დღემდე. მან დაამთავრა საქართველოს სახანძრო სასწავლო ცენტრი და კოლექტივს თეორიული ცოდნით აღჭურვილი დაუბრუნდა.
დღეს როსტომი სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორი კეთილსინდისიერად უძღვება სენაკის სახანძრო უსაფრთხოებას, არის თავისი კოლექტივის და იგი არც თუ მცირეა, დღეს სენაკის სახანძრო უსაფრთხოება 3 ოცეულისაგნ შედგება. და როცა ვთხოვე ჰქონდა უფლება ჩამოეთვალა სახანძროს წარჩინებული მეხანძრეები, არც კი დაფიქრებულა ისე თქვა: - არ იქნება მართებული ეს მამაცი ბიჭები ერთმანეთისაგან გამოვაცალკევო. ისინი ყველა გმირებია ხანძართან ბრძოლისას. სენაკის სახანძროს თავად რაიონში შეიძლება იმდენი ხანძრები არა აქვს, სამაგიეროდ დასავლეთის ყველა დიდი ხანძარი მათი მონაწილეობის გარეშე არ ქრება იგი მუდამ ფოთელთაა გვერდითაა და არ იქნება გადაჭარბებული თუ აღვნიშნავთ, ფოთელთა საიმედო პარტნიორია. რა უნდა ითქვას, გარდა დადებითისა ამ საქმის მცოდნე კაცზე რომელსაც მშობლიური მიწის არომატი არასდროს გაუცია ქალაქის ასფალტზე.
მხოლოდ ერთი „საყვედური“ თუ შეგონება მაინც უნდა დაგვცდეს „მარტო კაცი ჭამაშიდაც ბრალია“-ო. მგონი დროა საკუთარ ოჯახზე ფიქრი, რომ კარმიდამო საკუთარი შვილების ჟრიამულით აავსოს.

2019 წელი
2877
    

კომენტარები -
1

Emmettpancy 25 თებერვალი 2021 12:48

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.