სახანძრო უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები ობიექტების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და რემონტის ჩატარების დროს » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » სახანძრო უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები ობიექტების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და რემონტის ჩატარების დროს

სახანძრო უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები ობიექტების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და რემონტის ჩატარების დროს


მუხლი 46. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები ობიექტების მშენებლობის რეკონსტრუქციისა და რემონტის ჩატარების დროს
1. 5 ჰა და მეტი ფართობის მშენებლობის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს არანაკლებ ორი, მოედნის საპირისპირო მხარეებზე განლაგებული შესასვლელი.
2. მშენებლობის ობიექტებზე ხარაჩოები და ფიცარნაგები უნდა იყოს ისეთი მასალის, რომელიც ხელს არ უწყობს წვის პროცეს და ცეცხლის გავრცელებას.
3. მშენებლობის პერიოდში მაღლივი ნაგებობებიდან (საკვამლე მილები, კოშკური შხეფსაცივრები, კაშხალები, სილოსის სათავსები და სხვ.) ადამიანთა საევაკუაციოდ საჭიროა არანაკლებ ორი, უწვი მასალებისაგან დამზადებული კიბის მოწყობა.
4. მშენებლობის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობის (მათ შორის დამხმარე) განლაგება უნდა შეესაბამებოდეს დადგენილი წესით დამტკიცებულ საპროექტო დოკუმენტაციას ან სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედ ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს.
5. ხანძარსაწინააღმდეგო ტიხრებსა და გადახურვებში საინჟინრო კომუნიკაციების გასაყვანი ტექნოლოგიური ღიობები (ვერტიკალური, ჰორიზონტალური) სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ უნდა შეივსოს უწვი მასალით, რომლის ცეცხლმედეგობის ზღვარი არ არის შესაბამისი სამშენებლო კონსტრუქციის ცეცხლმედეგობის ზღვარზე ნაკლები.
6. გადახურვაზე წვადი მათბუნებლების დაგება, ჰიდროიზოლიაციის მოწყობა და წვადი მათბუნებლების გამოყენებით დამზადებული შემომზღუდავი კონსტრუქციების მონტაჟი უნდა განხორციელდეს აღნიშნული სამუშაოების (მონტაჟი) სახანძრო უსაფრთხოების ინსტრუქციის მოთხოვნების დაცვით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
7. წვადი და ძნელად წვადი მასალების ყალიბი ერთდროულად შეიძლება მოეწყოს არაუმეტეს სამ სართულზე. ბეტონის საჭირო სიმტკიცის მიღწევის შემდეგ ხის ყალიბი და ხარაჩოები უნდა იქნას გატანილი მშენებლობიდან.
8. მშენებლობის ობიექტი უნდა იყოს უზრუნველყოფილი ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებით.
1260
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.