ხანძრის ადგილის შესწავლა » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ხანძრის ადგილის შესწავლა

ხანძრის და ხანძრის ადგილის შესწავლის, დათვალიერების და ანალიზის დროს აქცენტი გამახვილებული უნდა იყოს:
ა) მთლიანობაში ობიექტის მახასიათებლებზე (ზომები, გამოყენებული სამშენებლო მასალა, გათბობისა და ვენტილაციის სისტემები, ელექტრო მეურნეობის ტიპი და სქემა. ცეცხლმედეგობის ხარისხი, ობიექტზე განთავსებული სათავსოების და დანადგარ-აგრეგატების სქემა, მიმდინარე რეჟიმული ტექნოლოგიური პროცესების დახასიათება);
ბ) სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ხანძრის წინა პერიოდში ობიექტის მდგომარეობაზე:
გ) ხანძრის ჩაქრობის დროს გამოყენებულ საშუალებებზე და ტაქტიკურ სქემაზე.
დ) ამინდზე (ქარის მიმართულება და სიჩქარე, წვიმა, ჰაერის ტემპერატურა, ელვა).
ე) ხანძრის ადგილამდე მისასვლელ ხელოვნურ დაბრკოლებებზე;
ზ) ხანძრის აღმოჩენის, შეტყობინების, ლოკალიზაციის და ლიკვიდაციის დროზე;
თ) კარ-ფანჯრების მდგომარეობაზე;
ი) ეკუთვნის თუ არა ამოღებული ნივთმტკიცებები ობიექტს.
უპირველესი ამოცანაა ხანძრის კერის წერტილის განსაზღვრა, რისთვისაც ყურადღება უნდა მიექცეს:
ა) გამურულ უბნებს დამწვარ არეს სახურავზე, კარ-ფანჯარაზე.
ბ) ღიობებს, რომელთა საშუალებით შეიძლებოდა შექმნილიყო ხანძრის გავრცელების ესა თუ ის სურათი, კერძოდ ჰაერის ცირკულაციის მიმართულებების შესაძლო ვარიანტებს.
გ) შენობის ინტერიერს, შესწავლილი უნდა იქნეს დაზიანებული ადგილი, გამოკვლევა უნდა წარმოებდეს ნაკლებად დაზიანებული ადგილებიდან მეტის მიმართულებით. კერა მოძიებული უნდა იქნეს ინტენსიური წვის ადგილზე. მაგრამ გასათვალიწინებულია, რომ არსებობს გამონაკლისებიც, მაგალითად ინტენსიური წვის ადგილი შეიძლება არ იყოს ხანძრის კერა, ეს დამოკიდებულია წვადი მასალის ტაქტიკაზე და სხვა გარემოებებზე, რომლებიც აუცილებლად გამოკვლეული უნდა იქნას თითოეული კონკრენტული ხანძრის სპეციპიკიდან გამომდინარე.
დ) არათანაბარი წვას ან ჰორიზონტალური სივრცის მონაკვეთებში. ალაგ-ალაგ, ცეცხლის სავარაუდო წყაროებიდან მოშორებით. ინტენსიური წვის კვალს ან წვის კვალს კამერების ქვეშ, რაც აღძრავს ეჭვს ადვილადაალებადი სითხეების არსებობაზე;
ე) დამწვარი შენობის ჭერს, რომლის გამოკვლევა შეიძლება დაგვეხმაროს კერის მოძებნაში მაგალითად, ჭერის ყველაზე უფრო დაზიანებული ადგილის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს ხანძრის კერა.
ვ)კერის აღმოჩენისას უნდა დადგინდეს წვის ყველაზე დაბალი წერტილი, რადგანაც ცეცხლს შეუძლია აალებადი და წვადი მასალები ჩამოაგდოს კერის არის უფრო ქვედა ადგილზე.
ზ)ხანძრის კერაზე გარკვეული აზრის შექმნის შემდეგ უნდა გაანალიზდეს კერის არეში აღმოჩენილი სპეციფიკური მიზეზები და ჰაერის მოძრაობისა და ცეცხლის გავრცელების ხელშემწყობი გარემოებები;
თ) სითბური ზემოქმედების არეების განსაზღვრის შემდეგ უნდა მოიძებნოს დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშნები, რომელთა ძებნისას ყურადღება უნდა მიექცეს მინის, ლითონის, ხის ქვის კედელზე ბათქაშის და სხვადასხვა მასალის თვისებებს, მაღალი ტემპერატურის და ცეცხლის ზემოქმედების შედეგად დარჩენილ დამახასიათებელ კვალს, რომელიც გამოიხატება ფერებში, დეფორმაციების ხარისხსა და ფორმებში. რღვების მაშტაბებში ზემოქმედების თანმიმდევრობაში, თერმული ზემოქმედებების მიმართულებაში, მანძილში ხანძრის კერიდან და ა.შ.
მაგალითად ლითონისათვის და კედლის ბათქაშებისათვის ხანძრის ზემოქმედების ინტენსიურობის დამახასიათებელი კვალი, ძლიერიდან სუსტ ზემოქმედებამდე, იცვლება რღვევის მაჩვენებლებით და ღია ფერის კვალიდან მუქისაკენ (თეთრი, რუხი, ყვითელი,მუქი ყავისფერი, შავი).ხის მასალაზე ხანძრის კვალი განისაზღვრება სიღრმით და მიმართულებით, განსაკუთრებით საინტერესოა ხის კარ-ფანჯრებისა და სხვენის გადახურვის ხის კონსტრუქციების მდგომარეობა ხანძრის შემდეგ. ხანძრის ინტენსივობის ხარისხის და ხანძრის კერიდან დაშორების მიხედვით, მინის მასალისათვის დამახასიათებელია კვალის შემდეგი სახეები: მსხვრევა, დნობა, გამურვა და კვამლის კონცენტრაციის აღმნიშვნელი გარუჯვა.
ხანძრის კერის დადგენისას და შემდგომ ხანძრის გამომწვევი მიზეზის მოკვლევისას (უნდა შემოწმდეს ყველა საინტერესო ნივთმტკიცება, სავარაუდო აალების წყაროები, რომელთაც არა აქვთ კავშირი ერთმანეთთან. გაანალიზდეს და შემოწმდეს ხანძრის წარმოშობისა და მისი განვითარების ყველა სავარაუდო ვერსია) გასათვალისწინებელია ქვემოთ ჩამოთვლილი დამახასიათებელი მოვლენები.
1.როდესაც ოთახში ტემპერატურა გაიზრდება დაახლოებით 370°c და ზემოთ, შესაძლებელია მოხდეს ადვილააალებადი და ადვილად წვადი მასალების აალება, რასაც შეძლება მოჰყვეს ალის ოთახში უცაბედი გავრცელება. ასეთ დროს ამ მასალების არსებობა ოთახში მომკვლევს აღუძრავს ეჭვს ორი ან მეტი დამოუკიდებელი კერის არსებობის შესახებ.
2.განხილული და დამუშავებული უნდა იქნეს ხანძრის ყველაზე გავრცელებული ვერსიები, კერძოდ - ელექტრობით გამოწვეული, დამჩქარებლის გამოყენებით წარმოშობილი და სხვა.
3.ხანძრის კერის განსაზღვრისას უნდა მოიძებნოს ხანძრის განვითარებისათვის დამახასიათებელი ფორმის კვალი. კლასიკურად ხანძარი ვითარდება ზევით და განივად, კონუსისებურად, მაგრამ თითოეული კონკრენტული ხანძრის სპეციფიკიდან გამომდინარე კონუსს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული კონფიგურაციები, რომლებიც თავის მხრივ იძლევიან მომკვლევისათვის ბევრ საინტერესო ინფორმაციას ხანძრის წარმოშობისა და განვითარების ხასიათის შესახებ. კერძოდ:
ა) ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ ხანძრის განვითარების ფორმის სხვადასხვა კონფიგურაციებს, განსაზღვრავენ ხანძრის ხასიათს. თუ ფორმის ზედა მხარე ფართოა - იგი მიანიშნებს ნელ წვას (ღვივილს). ფორმის ზედა მხარის სივიწროვე აღნიშნავს ინტენსიურ, სწრაფ წვას;
ბ) მინაზე ფართო ბზარებისა და სქელი კვამლის ნიშნები ძირითადად მიანიშნებენ ნელ წვას, მაშინ როცა ნატეხები და თხელი კვამლის ფენა - სწრაფად წვას;
გ) თუ კერასთან ახლოს ნაპოვნ ხის ნაჭერებზე დამწვარ და მთელ ნაწილებს შორის ხაზი გამოკვეთილია, ეს მიანიშნებს სწრაფ ინტესიურ წვაზე;
დ) ბეტონის, ცემენტის და აგურის ზედაპირი შეიძლება დატყდეს როცა დაუცველად იმყოფება ინტენსიურ სითბოს წყაროსთან.
ნივთმტკიცება სათანადო წესით ამოღებული უნდა იქნას და ჩაუტარდეს ლაბორატორიული კვლევა.
795
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.