ამ პატარა წიგნში, ერთად მოვუყარეთ თავი ჩვენი დროის გმირებს. განა გადაჭარბებულია ამ ვაჟკაცების გმირებად მოხსენიება თუნდაც ამ წიგნის ფურცლებზე? ყოველი დამარცხებული ხანძარი ხომ, გმირობას, თავგანწირვას და დიდ სიყვარულს ითხოვს, სიყვარულს საქმისადმი, ხალხისადმი, შენი ქალაქისადმი და თუკი ჯერ კიდევ არ ვცხოვრობთ ძლიერ ქვეყანაში, ჯეროვანი მატერიალური შეფასება ჰქონდეს ადამიანებს, რომლებიც საპირწონეზე ყველაზე დიდს - სიცოცხლეს დებენ, თბილი სიტყვით, მადლიერების გამოხატვით მაინც დავუდგეთ გვერდში. სწორედ ამის გამოხატულებაა ეს პატარა წიგნიც და როცა წიგნის სათაურზე მიდგა ჯერი, ყველაზე ლამაზიც და სრულყოფილიც „ოქროს ბიჭებია“, ასე უწოდებს თავის მეგობრებს იდეისა და წიგნის სულისჩამდგმელი, ამური მაისაია და მხოლოდ ერთს დავამატებ: ალალ იყოს მათთვის ნათქვამი ყოველი მადლობა და თბილი სიტყვა, მუდამ ცეცხლთან გამარჯვებული ევლოთ!!!
კომენტარები -0