სტიქიური უბედურება - ჩვენი ცხოვრების სამწუხარო რეალობაა.
ქვემოთ, ამ მოვლენის ზოგად დახასიათებასთან ერთად, მოგვყავს საქართველოში გავრცელებული სტიქიური უბედურებების აღწერა და თავდაცვის პირველადი მეთოდები
სტიქიური უბდურება არის ისეთი ბუნებრივი მოვლენა ან პროცესი, რომელიც იწვევს კატასტროფიულ სიტუციას, რომელიც თავის მხრივ ხასიათდება მოსახლეობისათვის ცხოვრების ჩვეული რითმის უეცარი დარღვევით, მატერიალურ ფასეულობათა ნგრევითა და განადგურებით, ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებით ან/და მათი დაღუპვით. ყველა სხვა შემთხვევაში საქმე ეხება სტიქიურ მოვლენას / მოვლენებს, რომლებსაც ადგილი აქვთ სამყაროში განუწყვეტლად, როგორც იტყვიან „ხან სად და ხანაც სადაო“......
ამრიგად, სტიქიური უბედურებ(-ები)-ა პირდაპირ კავშირშია ადამიანისათვის ზიანის მიყენებასთან და აღმოცენდება როგორც დამოუკიდებლად, ასევე ერთმანეთთან კავშირში. ერთი იწვევს მეორეს. ზოგიერთი მათგანი ადამიანების საქმიანობის შედეგად ვითარდება ( ტყისა და ტორფის ხანძრები, მთიან ადგილებში კაშხლების მშენებლობის, კარიერების დამუშავების დროს განვითარებული საწარმოო აფეთქებები, რომლებსაც ხშირად მოჰყვება მეწყერი, თოვლის ზვავი, მყინვარის ჩამოქცევა და სხვ.).
სტიქიური უბედურება მნიშვნელოვანი მასშტაბებითა და განსხვავებული ხანგრძლივობით ხასიათდება . მათი ხანგრძლივობა მერყეობს რამდენიმე წამისა და წუთიდან (მიწისძვრა, თოვლის ზვავის ჩამოწოლა) - რამდენიმე საათამდე (ღვარცოფი), რამდენიმე დღემდე (მეწყერი) და რამდენიმე თვემდე (წყალდიდობა).
სტიქიური უბედურებები შემდეგ სახეობებად იყოფა:1.გეოლოგიური:მიწისძვრა;ვულკანის ამოფრქვევა;
ღვარცოფი;მეწყერი;ჩამოქცევა;ზვავი;2.ჰიდროლოგიური:წყალდიდობა;ცუნამი;
ლიმნოლოგიური კატასტროფა (გაზის- ნახშირორჟანგის წყლის ფსკერიდან ჰაერში ამოფრქვევა);
3.ხანძარი:ტყის;ტორფული;
4.ჰაერის მასების მოძრაობა ან/და მეტეოროლოგიური:სმერჩი;
ციკლონი;ქარბუქი;სეტყვა;გვალვა;
კომენტარები -0